ბიოგრაფია

მუხრან  მაჭავარიანი დაიბადა 12 აპრილს, 1929 წელს,არგვეთში და გარდაიცვალა 17 მაისი, 2010 წელს -ქართველი პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი
1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-1964 წლებში იყო ჟურნალ "პიონერი"-ს მთავარი რედაქტორი. 1967-1982 წლებში ჟურნალ "დილის" მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორი.
პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ "პირველ სხივში", პირველი წიგნი "ლექსები" - 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - "წითელი მზე და მწვანე ბალახი" და "სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა ევგენი ევტუშენკომ. ამ კრებულისათვის 1959 წელს მაჭავარიანს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭა.
იყო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე 1988–1992 წლებში.
მუხრან მაჭავარიანის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.
მუხრან მაჭავარიანი 2010 წლის 17 მაისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ ხალვაშის ოთხმოცდამეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც სცენაზე შეუძლოდ გახდა, წაიქცა და გულის შეტევით თეატრის დიდ სცენაზე გარდაიცვალა. ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პოეტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მისი საფლავი ნოდარ დუმბაძისა და იაკობ ნიკოლაძის საფლავების გვერდით მდებარეობს.

1 comment:

  1. მუხრან მაჭავარიანი იყო უდიდესი რეზონანსის დიდი ქართველი პოეტი, რომლის მჭექარე ხმა და ლექსთა ბრწყინვალე სტრიქონები საქართველოს დამოუკიდებლობას, თვითმყოფადობას, სიცოცხლისადმი სიყვარულითაა გამსჭვალული-" ვაშა, სიცოცხლეო, ვაშა!" ამბობს ერთ-ერთ ლექსში!! მისი ლექსები თარგმნილია: ინგლისურ,გერმანულ, რუსულ,ფრანგულ,ბულგარულ, ჩეხურ ენებზე!!!

    ReplyDelete